საელჩოს პროექტები
ბრიტანეთის საელჩოში არსებული პოლიტიკური და პრესის განყოფილება კურირებს პროექტებს, რომლებიც საქართველოში ხორციელდება. ბრიტანეთის საერთაშორისო განვითარების დეპარტამენტი ( DFID) საქართველოში 2008 წლის ბოლოს დაიხურა, მაგრამ იგი განაგრძობს საქართველოს მხარდაჭერას ისეთი მრავალმხრივი ორგანიზაციების საშუალებით, როგორიცაა ევრო კავშირი. ბრიტანეთის საელჩოს ყველა პროექტი უნდა შეესაბამებოდეს ჩვენს მიზნებსა და ამოცანებს. საქართველოში არსებულ პროექტებს ქვემოთ ჩამოთვლილი შემდეგი ბრიტანული პროგრამების დაფონდების საშუალებით ვახორციელებთ:
-
კონფლიქტის პრევენციის ფონდი (CPP) . ეს ფონდი მხარს უჭერს კონფლიქტების მოგვარების ღონისძიებებს როგორც საქართველოში, ისე მთლიანად სამხრეთ კავკასიაში. პროექტების განხორციელება შესაძლებელია ეროვნულ ან რეგიონულ დონეზე.
-
სტრატეგიული პროგრამების ფონდი ( SPF) . მხარს უჭერს მყარ დაწესებულებებს, რომლებიც უზრუნველყოფენ დემოკრატიას, კანონის უზენაესობას, ადამიანის უფლებები დაცვას და უმცირესობების დაცვასა და პატივისცემას. გარდა ამისა, ფონდი მიზნად ისახავს კონკურენტუნიარიანი, ფუნქციონირებადი საბაზრო ეკონომიკის ხელშეწყობას. პროექტების განხორციელება შესალებელია ეროვნულ არა რეგიონულ დონეზე.
-
ორმხრივი ურთიერთობების განვითარების პროგრამის ბიუჯეტი ( BPB) . ამ ფონდის განკარგვა ბრიტანეთის საელჩოს ადგილობრივად შეუძლია. ამ ფონდიდან ძირითადად მცირე-მასშტაბიანი პროექტები ფინანსდება.
ბრიტანეთის საელჩოს ასევე გააჩნია სხვადასხა სტიპენდიის პროგრამები უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთათვის. ბრიტანეთის საბჭო საქართველოში ამ პროგრამების ადმინისტრირებას უზრუნველყოფს. დამატებითი ინფორმაცია ბრიტანეთის მთავრობისფონდებსა და პროგრამების შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდზე.
თუ გსურთ პროექტებთან დაკავშირებით ინფორმაცია შეიტყოთ,გთხოვთ დაგვიკავშირდეთ შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: British.Embassy.Tbilisi@fco.gov.uk ასევე, გთხოვთ გაითვალისწონოთ,რომ მხოლოდ ის პროექტები მიიღება და განიხილება, რომლებიც იქნება საგარეო საქმეთა სამინისტროს საპროექტო განაცხადის ფორმის მიხედვით იქნება შევსებული.