საქართველოსთან თანამშრომლობა
ბრიტანეთის საელჩო საქართველოსთან სხვადასხვა სფეროებში თანამშრომლობს. ჩვენს მუშაობას შვიდი ძირითადი ამოცანა განსაზღვრავს:
მომსახურებაზე დამყარებული ამოცანები:
• საქართველოში არსებული ყველა ბრიტანეთის მთავრობის დეპარტამენტის მუშაობის ხელშეწყობა
• ბრიტანეთის მთავრობის ვალდებულებების უზრუნველყოფა საქართველოში მცხოვრები ან ბრიტანეთის მოქალაქე/ ვიზიტორების მიმართ (საკონსულო მომსახურება)
• მიგრაციის კონტროლი და არალეგალური მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლა (ასევე მოიცავს სავიზო მომსახურებას)
პოლიტიკაზე დამყარებული ამოცანები:
• ბრიტანეთის წინააღმდეგ არსებული რისკების შემცირება და საერთაშორისო ტერორიზმთან ბრძოლა; საქართველოსთან თანამშრომლობა ტერორიზმისა და იარაღის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლის საკითხების ირგვლივ
• კონფლიქტების პრევენციისა და მოგვარების პროგრესის მხარდაჭერა
• ადამიანის უფლებების დაცვისა და კარგი მართვის ხელშეწყობა
• ბრიტანეთისა და ევროკავშირის ენერგო-უსაფრთხოების გეოპოლიტიკური რისკის მართვა ღია და კონკურენტუნარიანი ენერგეტიკის ბაზრის ხელშეწყობის მიზნით
ამ ამოცანების მისაღწევად ჩვენ სხვადასხვა მექანიზმებს ვიყენებთ, როგორიცაა საქართველოს მთავრობასთან , სამოქალქაო საზოგადოებასთან, მედიასა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან ოფიციალური კონტაქტები. ჩვენ ასევე გვაქვს მრავალი პროექტი და სტიპენდიის პროგრამები ასევე ხელს ვუწყობთ და ორგანიზებას ვუკეთებთ ოფიციალურ ვიზიტებს ბრიტანეთსა და საქართველოშო.