ვიზები
ვიზისთვის საჭირო ანკეტის შემოსატანად ყველა სათანადო ინფორმაციის ნახვა საიტის ამ გვერდებზე შეგიძლიათ.
თუ კითხვა გაქვთ თქვენს მიერ ვიზის მისაღებად შემოტანილი ანკეტის შესახებ ჩვენს სავიზო განყოფილებაში ან ანკეტასთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებაზე, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ ელ-ფოსტა შემდეგ მისამართზე: TbilisiVisaEnquiries@fco.gov.uk.
თუმცა ელ-ფოსტა ჩვენთან დაკავშირების საუკეთესო გზაა, მიგვაჩნია, რომ ზოგჯერ შეიძლება ჩვენი გუნდის წევრთან საუბარიც დაგჭირდეთ. ჩვენი სავიზო სატელეფონო ხაზები მუშაობს ორშაბათიდან პარასკევამდე 3-დან 5 საათამდე. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ამ განსაზღვრული საათების გარდა ვერ შევძლებთ თქვენთან სავიზო საკითხებზე საუბარს.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ, მონაცემთა უსაფრთხოების შესახებ ბრიტანეთის კანონმდებლობის მიხედვით, არ შეგვიძლია, ინდივიდუალური ანკეტის შესახებ რაიმე ინფორმაცია მოგცეთ აპლიკანტის ნებართვის გარეშე.
სასიხარულოა, რომ დავიწყეთ ჩვენი ახალი ბიზნეს ექსპრეს პროგრამა. თუ თქვენი კომპანია ხალხს მივლინებით ბრიტანეთში აგზავნის, მიზანშეწონილი იქნებოდა,რომ საწევრო განაცხადი გაგეკეთებინათ, რომელიც მთელ რიგ უპირატესობებს მოგანიჭებდათ. შემდგომი ინფორმაციისთვის მოგვმართეთ ელ-ფოსტის მისამართზე BusinessExpressTbilisi@fco.gov.uk
თბილისში ბრიტანეთის საელჩოს სავიზო განყოფილების საკონტაქტო მონაცემებია:
ჯი ემ თი პლაზა, თავისუფლების მოედანი 4
0105, თბილისი, საქართველო
ტელ: (995 32) 274775
ფაქსი: (995 32)274779
ელფოსტა:
TblisiVisaEnquiries@fco.gov.uk
სავიზო განყოფილება ღიაა დილის 9-დან შუადღის 12 საათამდე ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით.
ანკეტის ”ონლაინ” ფორმები და სახელმძღვანელო ინფორმაცია